ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორს აკრიტიკებს

18 ივნისი 2025, 14:05 125 ნახვა

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა  გააკრიტიკა ატომური ენერგიის საერთაშორისო  სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი და განაცხადა, რომ მან „დესტრუქციული როლი“ ითამაშა ირანსა და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების ესკალაციაში.

ირანული მედიის ცნობით, ათასობით ადამიანი გარბის თეირანიდან და სხვა მსხვილი ქალაქებიდან, რადგან ირანმა და ისრაელმა ერთმანეთზე ახალი სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.  ირანულმა ტელეარხმა ირიბმა ისპაჰანში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევების კადრები გაავრცელა. ჰერმესის ტიპის სადაზვერვო დრონი  ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გამთენიისას ჩამოაგდო.

ისრაელმა თეირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 50-მა გამანადგურებელმა ღამით თეირანში დაახლოებით 20 სამიზნე დაბომბა, მათ შორის ნედლეულის, კომპონენტების და რაკეტების სისტემების წარმოების ობიექტები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში