ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა, არიან დაშავებულები

19 ივნისი 2025, 10:02 177 ნახვა

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ირანის მიერ განხორციელებული ბოლო სარაკეტო თავდასხმა წინა დარტყმებთან  შედარებით უფრო ძლიერი იყო.ერთ-ერთი რაკეტა დღეს დილით ისრაელის ქალაქ ბეერშებაში მდებარე „სოროკას“ სამედიცინო ცენტრს მოხვდა. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ განაახლა დარტყმები თეირანსა და მის შემოგარენში მდებარე სამიზნეებზე და გაავრცელა გაფრთხილებები და ევაკუაციის შესახებ შეტყობინებები კიდევ ორი ქალაქის მაცხოვრებლებისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში