ტრამპის ადმინისტრაციამ „ამერიკის ხმის“ ასეულობით თანამშრომელს გათავისუფლების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა

21 ივნისი 2025, 10:02 90 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრმაპის ადმინისტრაციამ „ამერიკის ხმის“ ექვსასზე მეტ თანამშრომელს გათავისუფლების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

მედიაორგანიზაციის თანამშრომელთა რიცხვი 200-ზე ნაკლები რჩება, რაც 2025 წლის დასაწყისში არსებული პერსონალის მეშვიდედია.

„დღეს ჩვენ გადავდგით გადამწყვეტი ნაბიჯი კონტროლიდან გასული ფედერალური ბიუროკრატიის შემცირების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის პროგრამის განსახორციელებლად“, – ნათქვამია პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის, კარი ლეიკის განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, უქმდება „ამერიკის ხმის“ ზედამხედველი სააგენტოს, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს 1 400 სამუშაო ადგილი, რაც გულისხმობს პერსონალის დაახლოებით 85%-ით შემცირებას.

მიმდინარე წლის მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავდა შვიდი ფედერალური სააგენტოს გაუქმებას. მათ შორის არის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს „ამერიკის ხმას“, „რადიო თავისუფლებას“ და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სხვა მედიასაშუალებებს მსოფლიოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში