ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება განიხილოს, როგორც კი ისრაელის აგრესია შეჩერდება - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

21 ივნისი 2025, 10:56 134 ნახვა

ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება განიხილოს მას შემდეგ, რაც ისრაელის აგრესია შეჩერდება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ჟენევაში ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

"ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება კიდევ ერთხელ განიხილოს მას შემდეგ, რაც აგრესია შეჩერდება და აგრესორი პასუხს აგებს ჩადენილი დანაშაულებისთვის”, - განაცხადა არაღჩიმ და აღნიშნა, რომ ირანის თავდაცვითი შესაძლებლობები “მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება”.

არაღჩის არ დაუკონკრეტებია ისრაელმა როგორ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ, ამავდროულად, შემდგომი მოლაპარაკებებისთვის მზაობა გამოთქვა.

“მხარს ვუჭერთ E3-თან [საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი] და ევროკავშირთან საუბრების გაგრძელებას და უახლოეს მომავალში შეხვედრისთვის ჩვენი მზაობა გამოვხატეთ”, - განაცხადა მან.

 

არაღჩის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება და მასზე თავდასხმა არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ირანი გააგრძელებს თავდაცვის ლეგიტიმური უფლების გამოყენებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში