ისრაელმა ისპაჰანში ირანის ყველაზე დიდი ბირთვული კვლევითი ცენტრი დაბომბა 

21 ივნისი 2025, 10:20 134 ნახვა

ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით, ირანში რაკეტების საწყობებს დაარტყეს. უწყების ცნობით, რაკეტების გამშვებ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო, რის შედეგადაც უკვე ლიკვიდირებულია ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური, რომელიც ისრაელის მიმართულებით დრონების გაშვებაზე იყო პასუხისმგებელი.

გარდა ამისა, ისრაელმა მიზანში ამოიღო ისპაანის პროვინციაში მდებარე ბირთვული კვლევითი კომპლექსი.

პროვინციის გუბერნატორის თქმით, საშიში მასალა არ გაჟონილა. ასევე არ ვრცელდება ცნობები მსხვერპლის შესახებ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში