ვლადიმერ პუტინი - ძველებური წესი გვაქვს - იქ, სადაც რუსი ჯარისკაცის ფეხი დაიდგმება, ის ჩვენია

21 ივნისი 2025, 11:02 147 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი არ მიისწრაფვის უკრაინის მხრიდან კაპიტულაციისკენ. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი მოითხოვს რეალობის აღიარებას, რომელიც ადგილზე წარმოიშვა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ იქ სადაც რუსი ჯარისკაცის ფეხი დაიდგმება, ის ტერიტორია უკვე რუსეთისაა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსი და უკრაინელი ერი რეალურად ერთ ერად მიაჩნია და ამ მხრივ მთელი უკრაინა მათია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში