ირანში ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შემდეგ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო

22 ივნისი 2025, 10:14 120 ნახვა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. 

ამის შესახებ, ინფორმაციას სააგენტო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, დარტყმების შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეუძლია, დაადასტუროს, რომ ამ დროისთვის ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ვითარების შემდგომ შეფასებას წარმოადგენს, როგორც კი მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-მა ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტი დაბომბა. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში