აშშ-მა დაიწყო სახიფათო ომი ირანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ირანის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შეერთებულმა შტატებმა, მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, უღალატა დიპლომატიას, წაახალისა უკანონო და გენოციდის ჩამდენი ისრაელის რეჟიმი კონფლიქტის გაღვივებისკენ.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის, ასევე, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ და უპრეცედენტო დარღვევაში ადანაშაულებს.
„აშშ-ის სამხედრო აგრესია გაერო-ს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა დანაშაულებრივი თანამშრომლობით გენოციდურ სიონისტურ რეჟიმთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე დომინირებულ სისასტიკეს, ამორალურობას და ამერიკის მმართველი ისტებლიშმენტის ღრმა მტრობას ირანის მშვიდობისმოყვარე და დამოუკიდებლობის მომხრე ხალხის მიმართ. ირანის ისლამური რესპუბლიკა იტოვებს უფლებას, სრული ძალით დაიცვას თავი აშშ-ის სამხედრო აგრესიისა და ამ არაკეთილსინდისიერი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებისგან. უფრო ნათლად, ვიდრე ოდესმე, ამან გამოავლინა შიშველი სიმართლე, რომ ამერიკული პოლიტიკა და მმართველობა არის კორუმპირებული და კრიმინალური სიონისტური კარტელის კონტროლის ქვეშ, რომელიც იყენებს ამერიკელების სიმდიდრეს, სიცოცხლეს და რეპუტაციას საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების მისაღწევად მსოფლიოსა და დასავლეთ აზიაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.