ლოს-ანჯელესის ქუჩებში ათობით დემონსტრანტი გამოვიდა და აშშ-ის მიერ ირანის სამი ბირთვული ობიექტის დაბომბვა გააპროტესტა. მომიტინგეები ლოს-ანჯელესის მერიასთან და უილშირის ფედერალური შენობის წინ შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ირანელი ამერიკელები, რომლებიც ირან-ისრაელის კონფლიქტში აშშ-ის ჩარევას ეწინააღმდეგებიან. მათი აზრით, ამ ესკალაციამ შესაძლოა აშშ ერაყის კონფლიქტის მსგავს კიდევ ერთ ომში ჩაითრიოს. „ტრამპი იყო პრეზიდენტი, რომელმაც დაგვპირდა, რომ სამუდამო ომში არ ჩაებმებოდა. და აი, ის კვლავ მიჰყვება ნეთანიაჰუს ინსტრუქციებს“ - აცხადებენ დემონსტრანტები.
„ხელები შორს ირანისგან“ ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია კანადაში გაიმართა.
აქციის მონაწილეები აშშ-ის საკონსულოს ოფისის წინ შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ დემონსტრანტები გმობენ დასავლეთის ჩართულობას კონფლიქტში და ასევე მოუწოდებენ კანადის მთავრობას ისრაელს იარაღის ემბარგო დაუწესოს.