ლოს-ანჯელესის ქუჩებში ათობით დემონსტრანტი გამოვიდა და აშშ-ის მიერ ირანის სამი ბირთვული ობიექტის დაბომბვა გააპროტესტა. მომიტინგეები ლოს-ანჯელესის მერიასთან და უილშირის ფედერალური შენობის წინ შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ირანელი ამერიკელები, რომლებიც ირან-ისრაელის კონფლიქტში აშშ-ის ჩარევას ეწინააღმდეგებიან. მათი აზრით, ამ ესკალაციამ შესაძლოა აშშ ერაყის კონფლიქტის მსგავს კიდევ ერთ ომში ჩაითრიოს. „ხელები შორს ირანისგან“ ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია კანადაში გაიმართა.
აქციის მონაწილეები აშშ-ის საკონსულოს ოფისის წინ შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ დემონსტრანტები გმობენ დასავლეთის ჩართულობას კონფლიქტში და ასევე მოუწოდებენ კანადის მთავრობას ისრაელს იარაღის ემბარგო დაუწესოს.