ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უკვე ძალაშია, გთხოვთ, არ დაარღვიოთ ის - დონალდ ტრამპი

24 ივნისი 2025, 10:13 71 ნახვა

თეირანის ქუჩებში სიმშვიდე იყო ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღებამდე, რომელიც გრინვიჩის დროით 04:00 საათზე ამოქმედდა.

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია და ისრაელი დათანხმდა ამ წინადადებას იმ შემთხვევაში, თუ ირანი შემდგომ თავდასხმებს არ განახორციელებს.

ტრამპმა მიანიშნა, რომ ისრაელსა და ირანს გარკვეული დრო ექნებოდათ ნებისმიერი მიმდინარე მისიის დასასრულებლად, რის შემდეგაც ცეცხლის შეწყვეტა ეტაპობრივად ამოქმედდებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ბი-2-ბის პილოტების ნიჭისა და გამბედაობის გარეშე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი