ისრაელის მთავრობა ირანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ირანმა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ორივე რაკეტა მოიგერია.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, განაცხადა, რომ ირანმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და სამხედროებს თეირანზე ახალი დარტყმების განხორციელება უბრძანა.
ირანის სახელმწიფო მედიის კვალდაკვალ, ირანის სამხედრო ხელმძღვანელობამ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარი უწოდა.