ჩინეთის გუიჯოუს პროვინციაში ძლიერმა წვიმების შედეგად მდინარეები აადიდა და რამდენიმე ოლქი დატბორა. სტიქიის რეგიონიდან ევაკუირებულია 80 ათასზე მეტი ადამიანი.
სახელმწიფო მაუწყებლი ავრცელებს წყალდიდობის ამსახველ კადრებს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მეზობელ გუანსის პროვინციაში მაშველებმა ნავები გამოიყენეს ჩარჩენილი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.