მექსიკაში თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

26 ივნისი 2025, 09:09 100 ნახვა

მექსიკის  ქალაქ ირაპუატოში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში  სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. პოლიცია თავდამსხმელებს ეძებს.

სროლა წმინდა იოანეს დღისადმი მიძღვნილი რელიგიური დღესასწაულის დროს მოხდა. 

შემთხვევის თვითმხილველი ამბობს, რომ  ოჯახური წვეულების დროს  მათ მოულოდნელად ადამიანთა ჯგუფი დაესხა თავს. ზოგმა გაქცევა და დამალვა შეძლო. დანაშაულის მოტივი უცნობია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში