უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს უნგრეთი მხარს არ უჭერს

27 ივნისი 2025, 12:03 101 ნახვა

ევროკავშირის სამიტზე ლიდერებმა ვერ მიაღწიეს საერთო აზრს უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის ვეტოს გამო, უნგრეთმა ვეტო დაადო ერთიან განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. ამის გამო ევროკავშირის 26 წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა გამოაქვეყნოს დოკუმენტი „ევროკავშირი მინუს უნგრეთი“ ფორმატით.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უნგრეთმა დაბლოკა გადაწყვეტილების ყველა პუნქტი – არამხოლოდ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ „ევროკავშირი განაგრძობს უკრაინისთვის რეგულარული და პროგნოზირებადი ფინანსური მხარდაჭერის გაწევას გრძელვადიან პერსპექტივაში“.

ევროკავშირმა მოუწოდა წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინის სამხედრო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში