ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელსა და კამერებს თავის ბირთვულ ობიექტებზე აღარ დაუშვებს.
ამის შესახებ ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჰამიდ რეზა ჰაჯი ბაბაეიმ განაცხადა.
როგორც იგი აცხადებს, ირანი თავის ბირთვულ ობიექტებზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ მდივანს, რაფაელ გროსს და სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას არ დაუშვებს.
ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, გადაწყვეტილება “ისრაელის რეჟიმისგან მოპოვებულ დოკუმენტებში ობიქტების შესახებ სენსიტიური ინფორმაციის აღმოჩენით” არის განპირობებული.