ეს სომხეთის შიდა საქმეა, არ გვინდა ჩარევა - პესკოვი სომხეთში განვითარებულ მოვლენებზე

29 ივნისი 2025, 14:39 99 ნახვა

ეს სომხეთის შიდა საქმეა, არ გვინდა ჩარევა, - ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა სომხეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

თუმცა, როგორც პესკოვი აცხადებს, აკვირდებიან ვითარებას.

„სომხეთის შიდა საქმეა. ჩვენ არანაირად არ გვინდა ამ შიდა საქმეებში ჩარევა. რა თქმა უნდა, სომხეთი ჩვენთან ძალიან ახლოს მდებარე ქვეყანაა და არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვყავს რამდენიმე მილიონი სომეხი, ესენი არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ტკივილით უყურებენ ამ მოვლენებს. ასე რომ, დიახ, ჩვენ ვაკვირდებით, მაგრამ ეს სომხეთის შიდა საქმეა“, – ამბობს პესკოვი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი