ორი ადამიანი დაიღუპა ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ხანძრის გამო. ხანძარი ევროპაში გავრცელებული სიცხის ტალღის ფონზე გაჩნდა, რომელიც კონტინენტის დიდ ნაწილშია შენარჩუნებული.
ივნისის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ესპანეთსა და პორტუგალიაში დაფიქსირდა.
სულ 6 ათას 500 ჰექტარი მიწის ფართობი დაიწვა, სანამ მეხანძრეები პერიმეტრს დაადგენდნენ და ხანძრის ლოკალიზებას შეძლებდნენ.