ბალის სრუტეში სამგზავრო ბორანი ჩაიძირა

03 ივლისი 2025, 09:54 121 ნახვა

ინდონეზიის ბალის სრუტეში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.  ბორანი, რომლის ბორტზე  65 მგზავრი იმყოფებოდა, ჯერ-ჯერობით უცნობი მიზეზის გამო ჩაიძირა. მაშველებმა ერთი გარდაცვლილის ცხედარი  იპოვეს. 

დაღუპულია ოთხი ადამიანი, 23 გადაარჩინეს, ხოლო 38 დაკარგულის ძებნა გრძელდება.

ბორანი გუშინ გვიან ღამით პორტიდან გასვლიდან თითქმის ნახევარი საათის შემდეგ ჩაიძირა.

17 ათასზე მეტი კუნძულისგან შემდგარ ინდონეზიის არქიპელაგში ბორნები ტრანსპორტირების გავრცელებული საშუალებაა და ავარიები ხშირია უსაფრთხოების დაბალი სტანდარტების გამო. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში