ბელგრადში ანტისამთავრობო პროტესტზე სერბეთის პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩები გადაკეტეს. მომიტინგეებმა სპეცრაზმელებს სკამები და სხვა საგნები ესროლეს, რამაც სერბეთის დედაქალაქში დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა.
შეტაკებები გასულ შაბათს ძალადობრივ დემონსტრაციებს მოჰყვა, რომლის დროსაც მომიტინგეებმა პოლიციას ფეთქებადი ნივთიერებები და საგნები ესროლეს.
აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის 12-წლიანი მმართველობის დასრულებას მოითხოვენ. შაბათს საპროტესტო აქციის შემდეგ 77 ადამიანი დააკავეს.