ზელენსკი დანიაში ჩავიდა

03 ივლისი 2025, 13:58 111 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი დანიაში ჩავიდა, სადაც  მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საბჭოში დანიის თავმჯდომარეობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ღონისძიებებს ასევე დაესწრებიან სამეფო წყვილი, დანიის მთავრობის წევრები და ევროკავშირის წამყვანი პოლიტიკოსები.

დანიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტობის პრიორიტეტებს შორის იქნება უკრაინის ევროკავშირში წევრობისთვის მომზადების გაგრძელება. 

დანიამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 1-ელ ივლისს გადაიბარა. სლოგანით - „ძლიერი ევროპა ცვალებად სამყაროში“ - დანიის თავმჯდომარეობა ევროპის უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და გარემოსდაცვითი კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე იმუშავებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში