საბერძნეთში ტყის ხანძრების ახალი კერები ჩნდება

04 ივლისი 2025, 10:13 95 ნახვა

საბერძნეთში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. ცეცხლის კერა ათენის გარეუბანია, რის გამოც 1000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

კიდევ ერთი მასშტაბური კერა იყო კუნძულ კრეტაზეც, სადაც ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს. ძლიერი დაკვამლიანება საფრთხეს უქმნიდა დასახლებულ პუნქტებს, საცხოვრებელ სახლებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

საფრთხის შემცველი ადგილებიდან უკვე 1000-ზე მეტი პირია ევაკუირებული.

სალიკვიდაციო სამუშაოებში 230-ზე მეტი მეხანძრე და 8 სპეციალიზებული ქვეითი ჯგუფი მონაწილეობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი