რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა განხორციელდა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დაიბრუნეს ადამიანები, რომელთაგან ზოგიერთი 2022 წლიდან რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა.
ზელენსკის თქმით, დაბრუნებულ ტყვეებს შორის არიან უკრაინელები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში: დონეცკსა და მარიუპოლში, ლუგანსკში, ხარკოვსა და ხერსონში იბრძოდნენ.
პრეზიდენტმა გაცვლის პროცესში მონაწილე პირებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინის მიზანია რუსეთის ტყვეობიდან ყველას გათავისუფლება.