ევროკომისიის პრეზიდენტი მოლდოვას მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მოლდოვის გვერდით დგას, როდესაც ამ გზაზე წინ მიიწევენ, რადგან მოლდოვის წარმატება ევროპის წარმატებაა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში გამართულ ევროკავშირი-მოლდოვის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მოლდოვის ევროპულ მომავალს და დამოუკიდებლობისკენ მისწრაფებას მხარს უჭერს. „როდესაც თქვენ ევროკავშირის გზაზე მიიწევთ წინ, ჩვენ ეს უფრო მეტად გვაახლოებთ. ეს კი ჩვენი 1.9 მილიარდი ევროს ოდენობის ზრდის გეგმის მიზანია. ეს არის ინვესტირება ინფრასტრუქტურაში, რომელიც გვაკავშირებს.: - განაცხად ურსულა ფონ დერ ლაიენმა.