ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთი შესაძლოა ესტონეთს 5-7 წელიწადში თავს დაესხა. The New York Times-თან მარკ რუტემ კომენტარი გააკეთა ესტონეთში ჩატარებული წვრთნების შესახებ, რომლის მიხედვითაც უნდა შემოწმებულიყო ქვეყნის მზადყოფნა რუსეთის შესაძლო შეჭრისთვის. რუტემ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ესტონეთს თავს დაესხმებიან ნატო-ს ყველა გეგმა აქვს მზად და ეს რუსებმაც იციან. მათ ქმედებაზე ნატო-ს რეაქცია გამანადგურებელი იქნება.