ძლიერი შტორმი მილანში - არის მსხვერპლი

07 ივლისი 2025, 13:14 156 ნახვა

იტალიაში,  მილანში ძლიერ შტორმს 1 ადამიანი ემსხვერპლა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, 63 წლის ქალი, ხის დაცემის შედეგად დაიღუპა. დაშავებულია მასთან მყოფი 2 პირი.

შტორმის შედეგად ქალაქში დაიტბორა სარდაფები, წაქცეულია ხეები და ბილბორდები. სამაშველო სამსახური 50-ზე მეტ ლოკაციაზე იმყოფებოდა.

შტორმმა ასევე დააზარალა ვენეტოს რეგიონი, ტოსკანის ნაწილი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში