ისრაელში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. მომიტინგეები მთავრობას „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას და ღაზაში კონფლიქტის დასრულებისკენ მოუწოდებენ. დემონსტრანტებს ხელში ისრაელის დროშები და ბანერები ეჭირათ, სადაც ხელისუფლებისგან მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების დადებასა და ომის დასრულებას ითხოვენ. უცხოურ მედიაში აღნიშნავენ, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.