ტრამპი უკრაინას პეტრიოტებს გაუგზავნის

14 ივლისი 2025, 11:38 103 ნახვა

-აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში პეტრიოტის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გაგზავნის და დასძინა, რომ ისინი აუცილებელია ქვეყნის დასაცავად. ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუ რამდენი პეტრიოტის რაკეტის გაგზავნას გეგმავს უკრაინაში, მაგრამ თქვა, რომ შეერთებულ შტატებს მათ ღირებულებას ევროკავშირი აუნაზღაურებს. აშშ-ის პრეზიდენტი სულ უფრო იმედგაცრუებულია პუტინით, რადგან რუსეთის ლიდერი წინააღმდეგობას უწევს ტრამპის მცდელობებს,  მოლაპარაკება გამართოს უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა მოითხოვა თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა რუსეთიდან ყოველდღიური სარაკეტო და დრონებით თავდასხმების მოსაგერიებლად. ტრამპი 14-15 ივლისს ვაშინგტონში ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში