ბერლინი კიევისთვის მნიშვნელოვან  გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს

15 ივლისი 2025, 11:40 75 ნახვა

გერმანია და  აშშ-ის მიერ წარმოებული პეტრიოტის სარაკეტო სისტემების უკრაინაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში ან კვირაში მიიღებენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გერმანიამ აშშ-ს წერილი გაუგზავნა თხოვნით ტაიფუნის ტიპის  შორი მოქმედების რადიუსის რაკეტების შეძენის შესახებ. 
მისი თქმით, ამ რაკეტების შეძენა მოხდება მანამდე, სანამ  გერმანია და სხვა ევროპული ქვეყნები საკუთარ შორი მოქმედების რადიუსის იარაღს შეიმუშავებენ. ჰეგსეტთან პისტორიუსის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდების შესახებ განაცხადა  და რუსულ ექსპორტზე  ახალი სანქციებით  დაიმუქრა, თუ მოსკოვი 50 დღის განმავლობაში სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება. ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმედგაცრუებულია რუსეთის პრეზიდენტით და რომ მილიარდობით დოლარის ამერიკული იარაღი უკრაინაში წავა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი