ნიუ-იორკში ძლიერი წყალდიდობაა

15 ივლისი 2025, 11:40 127 ნახვა

ნიუ-იორკში ძლიერმა წვიმამ ქალაქში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა  მეტროს სადგურები. ხელისუფლებამ წყალდიდობის შესახებ ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ტერიტორიაზე რამდენიმე გაფრთხილება გამოსცა.
სოციალურ ქსელში მეტროში გადაღებული კადრები ვრცელდება. მეტროპოლიტენის სატრანსპორტო სამმართველოს განცხადებით,  ნიუ-იორკის მეტროს სადგურების მომსახურებაში დატბორვის გამო  სერიოზული შეფერხებებია. ძლიერი წყალდიდობის გამო ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი