ჩეხი პოლიტიკოსი მილიარდერი ანდრეი ბაბიში, აცხადებს, რომ თუ ხელისუფლებაში დაბრუნდება, ის გააუქმებს პრაღის მიერ წამოწყებულ ინიციატივას უკრაინის მსხვილკალიბრიანი საბრძოლო მასალით მომარაგების შესახებ. ბაბიში, რომელიც 2017-2021 წლებში პრემიერ-მინისტრი იყო, დიდი ხანია აკრიტიკებს საბრძოლო მასალის მიწოდებას და მიიჩნევს, რომ ამით იარაღით მოვაჭრეები სათანადო გამჭვირვალობის გარეშე დიდ სარგებელს იღებენ. თუ ბაბიშის პარტია ანო- ხელისუფლებაში მოვა, ის იქნება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, რომელიც მემარჯვენეობისკენ გადაიხრება და შეუერთდება უნგრეთს და სლოვაკეთს.