უკრაინაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

16 ივლისი 2025, 14:27 111 ნახვა

რუსულმა ძალებმა  დნეპროპეტროვსკის ოლქში ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს. რეგიონის ხელმძღვანელის თქმით, ერთი ადამიანი დაიღუპა  და 5  დაშავდა. დაბომბვის შედეგად რამდენიმე სახლი დაზიანდა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა  მასშტაბური შეტევა წამოიწყეს ვინიცაზე. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, დაზიანდა სამრეწველო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.  „ვინიცის რეგიონში რუსული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განაცხადა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი