რუსეთის იერიში დონეცკის ოლქზე - არის მსხვერპლი 

17 ივლისი 2025, 09:50 125 ნახვა

ომი გრძელდება უკრაინაში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალეგბმა დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ დობროპილიეში მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრს 500 კილოგრამიანი საავიაციო ბომბი დაეცა. დაზიანებულია მიმდებარედ არსებული 6 მრავალსართულიანი კორპუსი და ავტომობილები.

იერიშის შედეგად დაშავდა სულ მცირე 17 ადამიანი, დაიღუპა 3.

მედიის ცნობით, ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები და ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი