ერაყში, ალ-კუტში მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი 5 სართულიან შენობაში ღამით გაჩნდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობდნენ, მოსალოდნელია მსხვერპლის რაოდენობის ზრდაც, რადგან სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.