უკრაინის პრემიერ-მინისტრად იულია სვირიდენკო აირჩიეს

17 ივლისი 2025, 13:44 139 ნახვა

უკრაინის პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩია. 262 ხმით, იულია სვირიდენკოს უკრაინის პრემიერ მინისტრი გახდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერობის კანდიდატად სვირიდენკო პარლამენტს გუშინ წარუდგინა.

40 წლის მინისტრი, 2021 წლის ნოემბრიდან დღემდე უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი იყო. მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა დენის შმიჰალი, რომელიც უკრაინის მთავრობას 2020 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა.

შმიჰალი მინისტრის თანამდებობიდან 15 ივლისს გადადგა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი