საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია ირანს აფრთხილებენ, რომ ბირთვულ მოლაპარაკებებზე კონკრეტული პროგრესის გარეშე გაერო-ს სანქციებს აღადგენენ. ევროპელების განცხადებით, მათ სურთ თეირანმა დაუყოვნებლივ განაახლოს დიპლომატია თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ, სხვა შემთხვევაში ზაფხულის ბოლოსთვის, კონკრეტული ნაბიჯების გარეშე აღადგენენ გაერო-ს სანქციებს.
ამასთან, უცხოური მედიის ცნობით, ფრანგი დიპლომატიური წყარო აღნიშნავს, რომ ევროპელ ლიდერებსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, აბას არაღჩის დიპლომატიური ძალისხმევის განახლებისკენ მოუწოდეს.
მედიის ინფორმაციით, წყარო არ აკონკრეტებს რა იგულისხმება მოლაპარაკებების პროცესში მიმდინარე პროგრესზე.
დიპლომატები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების განახლების შემთხვევაშიც კი, ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევა აგვისტოს ბოლომდე არარეალისტურია.