რუსეთმა ოდესა უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა სამი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ოდესის მერ, გენადი ტრუხანოვის ცნობით, დრონებმა დააზიანეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები.
ტრუხანოვის თქმით, რუსულმა ძალებმა ქალაქ ოდესაზე თავდასხმა 20-ზე მეტი დრონის გამოყენებით განახორციელეს