სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები სავარაუდოდ 23-24 ივლისს გაიმართება

21 ივლისი 2025, 14:04 139 ნახვა

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბოლში, შესაძლოა, 23-24 ივლისს გაიმართოს, – ამის შესახებ თურქული მედია წერს.

წინასწარი ინფორმაციით, დელეგაციები ოთხშაბათს ან ხუთშაბათს შეხვედრას გეგმავენ. ზუსტი დეტალები ადგილის, დროისა და მონაწილეების შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილია, რომ მხარეები ტექნიკურ საკითხებს განიხილავენ: ტყვეთა გაცვლას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასა და საზღვრების სტაბილიზაციის ზომებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი