შეტაკებებს ტაილანდსა და კამბოჯას შორის 16 ადამიანი ემსხვერპლა

25 ივლისი 2025, 09:51 176 ნახვა

ტაილანდმა და კამბოჯამ ერთმანეთს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია 16 ადამიანი. ტაილანდის სამხედროების განცხადებით, უბონ რაჩატანისა და სურინის პროვინციებში გათენებამდე შეტაკებები მოხდა, რომლის დროსაც კამბოჯამ არტილერია და რუსული სარაკეტო სისტემები გამოიყენა.

ხელისუფლების ცნობით, ტაილანდის მხარეს კონფლიქტის ზონებიდან 100 ათასი ადამიანია ევაკუირებული.

შეტაკებების დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. შეტაკებების დაწყების შემდეგ ტაილანდმა კამბოჯასთან საზღვარი დახურა.

კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა, ჰუნ მანეტმა განვითარებული მოვლენების ფონზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა და ტაილანდი „არაპროვოცირებულ და წინასწარ განზრახულ თავდასხმაში“ დაადანაშაულა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში