თურქეთის პრეზიდენტის განცხადება

25 ივლისი 2025, 19:43 178 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მას აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება სურს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამ კვირაში თურქული მხარე შესაძლოა რუს და ამერიკელ კოლეგებს ესაუბროს, რათა დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა სტამბოლში ლიდერების შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე ომის განსახილველად.

ცნობისთვის, სტამბოლში უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებები უკვე სამჯერ გაიმართა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში