უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

26 ივლისი 2025, 10:24 135 ნახვა

უკრაინაში დაღუპულ  კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, 23 წლის ვალერი ბაძაღუას საქართველოში 26 ივლისს ჩამოასვენებენ. წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ვალერი ბაძაღუას სამხედრო წესით წალენჯიხაში დაკრძალავენ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან და ომის დაწყებიდან დღემდე ბრძოლაში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში