ევროკომისიის პრეზიდენტი 27 ივლისს დონალდ ტრამპს შეხვდება. შოტლანდიაში დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები სავაჭრო ურთიერთობებს განიხილავენ. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ შეთანხმდნენ შეხვედრაზე, რათა განიხილონ ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირსა და აშშ-ს შორის, თუ როგორ შეუძლიათ მტკიცედ შეინარჩუნონ ის.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ არსებობს 50-50-ზე შანსი ან უფრო ნაკლებიც, რომ აშშ-მა ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიოს.
ევროკავშირის წევრებს კი კენჭისყრით უკვე დამტკიცებული აქვთ 93 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ საქონელზე დასაწესებელი საპასუხო ტარიფები იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება.