კირ სტარმერი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე

26 ივლისი 2025, 14:11 123 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა პალესტინის სახელმწიფოს  მხოლოდ მოლაპარაკებებით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აღიარებს.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, კირ სტარმერი აცხადებს, რომ ის ფოკუსირებულია „პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე“, რომლებიც, მისი აზრით რეალურ ცვლილებას შეიტანს ომის დასრულების პროცესში.

პრემიერი აღნიშნავს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ფართო გეგმის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც საბოლოოდ, კონფლიქტის ორის სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტითა და პალესტინელებისა და ისრაელელებისთვის მდგრადი უსაფრთხოებით დასრულდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში