კამბოჯისა და ტაილანდის ლიდერები შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სწრაფად შემუშავდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გატაწყვეტილება - ტრამპი

28 წუთის წინ 91 ნახვა

კამბოჯისა და ტაილანდის ლიდერები დაუყოვნებლივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რათა სწრაფად შემუშავდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, საზღვარზე სამდღიანი ბრძოლების შემდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ორივე მხარე დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობას ეძებს“, – წერს  ტრამპი.

დაპირისპირება ტაილანდსა და კამბოჯას შორის რანმდენიმე დღეა გრძელდება. გუშინ, ტაილანდმა კამბოჯასთან მოსაზღვრე რვა რაიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში