ტყის ხანძარი ათენის ჩრდილოეთ გარეუბნებშივ

27 ივლისი 2025, 11:42 120 ნახვა

ათენის ჩრდილოეთით მდებარე გარეუბნებში ტყის ხანძარს ებრძვიან. გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია საცხოვრებელი სახლები. ხელისუფლების გადაწყვეტილებით კი მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.  ხანძარი მძვინვარებს ასევე ორ უდიდეს კუნძულზე, კრეტასა და ევბეაზე. სალიკვიდაციო სამუშაოებში 300-ზე მეტი მეხანძრე, 19 თვითმფრინავი და 13 ვერტმფრენია ჩართული. საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ცნობით, ბოლო 24 საათში ხანძრის 52 ახალი კერა გაჩნდა, რომელთაგან 44 საწყის ეტაპზევე ჩააქრეს. მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, შაბათს საბერძნეთში ტემპერატურამ 44 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში