თურქეთში სიცხის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ტემპერატურამ 50.5 გრადუსს მიაღწია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მეტეოროლოგებმა ძლიერი სიცხე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ერაყის საზღვართან, ქალაქ სილიპიში დააფიქსირეს.
თურქეთის გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა სეზონისთვის დამახასიათებელი საშუალო მონაცემებთან შედარებით, 12 გრადუსით მაღალია.
გავრცელებული ცნობებით, გაზრდილია მიმართვიანობა საავადმყოფოებში გაუწყლოვნებისა და დასიცხვის სიმპტომებით. ქვეყანაში, პარალელურად, ტყის ხანძრები მძვინვარებს.