ზელენსკი ტრამპს სამშვიდობო ძალისხმევისთვის მადლობას უხდის

29 ივლისი 2025, 14:46 160 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკაფიო პოზიცია და სიმტკიცე უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, შეამციროს უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთისთვის მიცემული 50-დღიანი ვადა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ იქსზე დაწერა, რომ ეს პოზიცია დროულია მაშინ, როცა ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს რეალური მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალის შედეგად. ზელენსკიმ ტრამპს მადლობა გადაუხადა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასა და საშინელი ომის შეწყვეტაზე ფოკუსირებისთვის და დაადასტურა, რომ უკრაინა მშვიდობის ერთგულია.  

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 ივლისს შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გაიმეორა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინით იმედგაცრუებულია, რადგან არაერთი საუბრის მიუხედავად, რუსეთი უკრაინაზე შეტევას განაგრძობს. ტრამპის განცხადებით, რუსეთისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას ამცირებს. ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენით შემცირდება ეს ვადა, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს იქნება დღეიდან 10-12 დღე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში