კალიფორნიაში ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა

31 ივლისი 2025, 11:11 159 ნახვა

აშშ-ის საზღვაო ძალების განცხადებით, ოთხშაბათს კალიფორნიის ცენტრალურ ნაწილში, ლემურის საზღვაო საჰაერო ბაზასთან ახლოს, ეფ-35 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა. „პილოტმა კატაპულტირება წარმატებით მოახდინა და უსაფრთხოდ არის. დაშავებულები არ არიან“, - ნათქვამია ლემურის საზღვაო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კატასტროფის შესახებ დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა. ავარიის მიზეზების გამოძიება გრძელდება.  ეფ-35 გამანადგურებლების მწარმოებელმა აშშ-ის თავდაცვის კონტრაქტორმა, ლოკჰიდ მარტინმა სამუშაო საათების შემდეგ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი