ვლადიმერ პუტინი - ევროკავშირს ამჟამად საერთოდ არ აქვს პოლიტიკური სუვერენიტეტი

01 აგვისტო 2025, 20:02 278 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირს ამჟამად პოლიტიკური სუვერენიტეტი საერთოდ არ აქვს და მას ეკონომიკური სუვერენიტეტის დაკარგვაც მოჰყვება.

ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური სუვერენიტეტის დაკარგვა კოლოსალურ ზიანს იწვევს, ამიტომაც ახლა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის ამოცანა, რუსეთის სუვერენიტეტის განმტკიცება უნდა იყოს.

პუტინის თქმით, რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოება შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში.

დაამატა, რომ აუცილებელია გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების ნაბიჯების განხილვა დროში შეზღუდვების გარეშე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი