ტრამპი კრემლში შეხვედრის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას

06 აგვისტო 2025, 11:01 249 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან  დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, დააწესოს თუ არა სანქციები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსული ნავთობის შეძენას აპირებენ.

ტრამპმა, რომელმაც ბოლო კვირების განმავლობაში კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მიმართ იმედგაცრუება გამოხატა, მას 8 აგვისტომდე მისცა ვადა, რათა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს,  წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მკაცრი სანქციები დაეკისრება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი